ჩვენს შესახებ
დროის კაფსულა“ არის ბრენდი, რომელიც სამახსოვრო და ექსკლუზიურ სამკაულს პატარების ნახატებისგან, ფოტოპორტრეტებისგან ან თქვენი იდეებისგან ქმნის. ფოტოს თავად მომხმარებელი აგზავნის სოციალური ქსელის საშუალებით და ვამზადებთ ნებისმიერ სამკაულს, ვერცხლის, მინანქრის ან ოქროს მასალისგან.
„დროის კაფსულას“ სამკაული მზადება უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სინჯით 925 ან თანამედროვე ტექნოლოგიის მშრალი მინანქრით ან უმაღლესი ოქროთს სინჯით 585.
კომპანიის დაარსების მთავარი იდეაა, შეძლოს მოგონებების მატერიალიზება – მშობლებს, ნათლიებს, მეგობრებს, ნებისმიერს მისცენ საშუალება, ბავშვების ნახატები შეინარჩუნონ ისეთი ცოცხალი მოგონებების სახით, რომლებიც დროს გაუძლებს და ასე საუკეთესო საჩუქარი შექმნან.
ქართულ ბრენდ „დროის კაფსულას“ პროდუქცია მზადდება ინდივიდუალურად და უნიკალურად ყველა ნახატისთვის ან ფოტოსთვის. არ არსებობს 2 ერთნაირი ნივთი, თუ თვითონ შემქმნელს არ სურს ის რამდენიმე ჰქონდეს.
პროდუქტის შექმნაზე მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, სამკაული მუშავდება თანამედროვე აპარატურით, რაც პროდუქტის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.
კომპანიის პროდუქცია იწარმოება საქართველოში და გამოირჩევა უნიკალურობით და ექსკლუზიურობით.